რომელი კლუბი მოიგებს
საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატს?

დინამო თბილისი
ვიტ ჯორჯია
ზესტაფონი
ოლიმპი
სხვა კლუბი


საქართველოს ჩემპიონატი
  გუნდი ქულა
1 ვიტ ჯორჯია 10 21
2 ზესტაფონი 10 20
3 დინამო 10 19
4 ლოკომოტივი 10 18
5 სიონი 10 14
6 მგლები 10 12
7 მესხეთი 10 12
8 ოლიმპი 10 12
9 გაგრა 10 11
10 ბორჯომი 10 10
11 სპარტაკი 10 3

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა გუშინ რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში მასპინძელთა ნაკრებთან ამხანაგური შეხვედრა ჩაატარა. რუმინელებმა 2:1 გაიმარჯვეს.

 

პირველი ტაიმი საქართველოს ნაკრებმა მოიგო: ხანგრძლივი შესვენების შემდეგ ქვეყნის პირველ გუნდში დაბრუნებულმა ოთარ მარცვალაძემ მე-12 წუთზე მასპინძელთა მცველების და მეკარის შეუთანხმებელი თამაშით ისარგებლა და ბოგდან ლობონტთან პირისპირ გასულმა, ანგარიში გახსნა - 0:1.

 

მეორე ნახევარში მასპინძლებმა რვაწუთიან მონაკვეთში ორი გოლი გაიტანეს: 62-ე წუთზე კიპრიან მარიკამ თავური დარტყმით გაათანაბრა - 1:1, 70-ე წუთზე კი გოიანმა გიორგი ლომაიას საჯარიმოში შექმნილი არეულობით ისარგებლა და ახლო მანძილიდან დარტყმით დააწინაურა მასპინძლები - 2:1. საქართველოს ნაკრებმა გოლის გატანის ორი კარგი შანში ვერ გამოიყენა: ჯერ იყო და ნაკრების კაპიტნის ლევან კობიაშვილის მიერ შესრულებული საჯარიმო დარტყმა მასპინძლეთა მეკარემ მოიგერია, შემდეგ კი რატი ალექსიძემ გაუშვა ხელსაყრელი მომენტი - პირისპირ გასულმა ვერ შეძლო გოლის გატანა.


საქართველოს XX ეროვნული ჩემპიონატის XII ტურის მატჩები 21 და 22 ნოემბერს ჩატარდება. ყველა თამაში 14 საათზე დაიწყება. მატჩებს მსაჯთა შემდეგი ოთხეულები მოემსახურებიან...



საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები 22-27 ნოემბერს ევროპის 2009 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში ითამაშებს. ზაურ სვანაძის გუნდი იტალიაში ემზადება ოფიციალური მატჩებისთვის, გუშინ კი მეორე ამხანაგური შეხვედრაც მოიგო. ქართველი 19-წლამდელები საფეხბურთი კლუბ ”ემპოლის” ახალგაზრდულ გუნდს გაეჯიბრნენ და 1:0 გაიმარჯვეს.



საქართველოს ეროვნული ნაკრები 19 ნოემბერს ბუქარესტში რუმინეთის ნაკრებთან ამახანგურ შეხვედრას ჩაატარებს. რუმინეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვიქტორ პიცურკამ ამხანაგური მატჩისთვის შემდეგი ფეხბურთელები იხმო...



საქართველოს ეროვნული ნაკრები 19 ნოემბერს ბუქარესტში რუმინეთის ნაკრებთან ამახანგურ შეხვედრას ჩაატარებს. ჩვენი გუნდი წლის უკანასკნელი მატჩისთვის მზადებას განაგრძობს. დღეს ექტორ რაულ კუპერმა ფეხბურთელები ორჯერ ავარჯიშა. დილის ვარჯიში ძირითადად ფიზიკური მონაცემების გაუმჯობესებას დაეთმო, საღამოთი კი გუნდმა ტაქტიკაზე ივარჯიშა.


საქართველოს ეროვნული ნაკრები 19 ნოემბერს ბუქარესტში რუმინეთის ნაკრებთან ამახანგურ შეხვედრას ჩაატარებს. ქართველთა დელეგაცია უკვე რუმინეთშია. ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ექტორ რაულ კუპერმა რუმინეთში საქართველოს ჩემპიონატში მოთამაშე ფეხბურთელები იახლა...



საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები 22-27 ნოემბერს ევროპის 2009 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში ითამაშებს. ზაურ სვანაძის გუნდი იტალიაში ემზადება ოფიციალური მატჩებისთვის, გუშინ კი პირველი ამხანაგური შეხვედრაც მოიგო.